ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის” – ონის კლინიკის ექიმი სტიქიის დღეს იხსენებს


„ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის” – ონის კლინიკის ექიმი სტიქიის დღეს იხსენებს

ონის კლინიკის ქირურგი, ნიკა გურგენიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას სტიქიის დღეს იხსენებს. როგორც ექიმი აღნიშნავს, პირველად საავადმყოფოში ახალგაზრდა ოჯახი მიიღო. „რასაც ჰყვებოდნენ, იმხელა მასა წამოვიდა იქ, რომ ძალიან ძნელი სათქმელია ვის რა შანსი ექნებოდა გადარჩენის. პირველები შემოვიდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო. სტრესი დიდია, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა გაიზარდა. უფრო მეტად გაცნობიერდა ის, რომ ადამიანი ადამიანის გვერდში დგომით არის ძლიერი“, – საუბრობს ექიმი ნიკა გურგენიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია