ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა (მექსიკა)


ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა (მექსიკა)

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში, ტამაულიპას შტატის სანაპირო ქალაქ სიუდად მადეროს სანტა კრუზის ეკლესიაში მოხდა. შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებში კი დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიციის ცნობით, შემთხვევის დროს მესას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა. ზოგიერთი ცნობით, იქ ნათლობის ცერემონია იმართებოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია