- მარტი 02, 2026
ეპიდვითარება ლანჩხუთში- როგორია კოვიდკლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა
- აპრილი 01, 2022
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. მენაღარიშვილის თქმით, ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10787 შემთხვევა, გამოჯანრთელებულია 10704, გარდაცვლილია 83. " ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 51 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 15 კოვიდკლინიკაშია მოთავსებული. მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. სტაციონარში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოა",_ ამბობს მენაღარაშვილი.