ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ერაყში, აშშ-ს საელჩოს მიმართულებით რაკეტა ისროლეს


ერაყში, აშშ-ს საელჩოს მიმართულებით რაკეტა ისროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ამერიკის საელჩოს მიმართულებით, ორი რაკეტა გაუშვეს. მათგან ერთი ამერიკელმა სამხედროებმა ანტისარაკეტო აღჭურვილობით - C-RAM-ით გააუვნებელყვეს, მეორე კი, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საელჩო ერაყის დედაქალაქის დაცულ მწვანე ზონაში მდებარეობს. რაკეტა, რომელმაც საელჩოს ტერიტორია გაუშვეს, მწვანე ზონის მახლობლად დიდ სადღესასწაულო მოედანთან ჩამოვარდა და ორი სამოქალაქო მანქანა დააზიანა. Fox News-ი თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე რაკეტა Union III-ის ბაზის ჩრდილოეთით დაეშვა, სადაც აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის შტაბ-ბინისა და ერაყის სამთავრობო ძალებს შორისაა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ეწინააღმდეგებიან. რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია