- მარტი 02, 2026
ესპანეთის მწვრთნელი: ქართველებთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს
- ივნისი 27, 2024
- , პოლიტიკა
"მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მეოთხედფინალში გასასვლელად",_ ამის შესახებ განცხადება ესპანეთის მწვრთნელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი ნაკრების მეტოქე საქართველო იქნება. "ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს," - განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ. "მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს, რომ გვქონდეს ამ მატჩის მოგების და მეოთხედფინალში გადასვლის შანსი", - განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.