- მარტი 02, 2026
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
- ნოემბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. "საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იდგა გადადგმული", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, სრული თანხმობის პირობებში. 27-ვე წევრის პოზიცია უნდა იყოს დადებითი. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ევროპული პესპექტივა. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.