ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ევროპარლამენტარი – კობახიძის გამონათქვამები, თითქოს EU ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური პროვოკაციაა


ევროპარლამენტარი – კობახიძის გამონათქვამები, თითქოს EU ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური პროვოკაციაა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამონათქვამები, ევროკავშირის თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური პროვოკაციაა“, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ ქვეყანა თუ ომში ჩაერთვება. "საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია", - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი ტვიტერზე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია