ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო


ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში დაიწყო. ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 ქვეყანაში იმართება. ხმის მიცემის პროცესისთვის ოთხდღიანი პერიოდია (6-9 ივნისი) გამოყოფილი. ნიდერლანდებში არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, ქვეყანას ევროპარლამენტში 31 დეპუტატი ეყოლება. წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, საღამოს მოხდება. ცნობისთვის, ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63,125-მა ადამიანმა მისცა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია