- მარტი 02, 2026
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
- დეკემბერი 14, 2023
- , პოლიტიკა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) ავრცელებს. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროსაბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. როგორც შარლ მიშელი წერს, ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. The European Council has decided to open accession negotiations with Ukraine & Moldova. #EUCO granted candidate status to Georgia. And the EU will open negotiations with Bosnia and Herzegovina once the necessary degree of compliance with the membership criteria is reached and… — Charles Michel (@CharlesMichel) December 14, 2023