ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამტრედიაში


ფაშიზმზე გამარჯვების დღე  სამტრედიაში

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამტრედიაში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედნის მიმდებარედ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. მერმა, თვითმმართველობის წარმომაგდენლებთან ერთად, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ალექსანდრა ნეჟენეც- ჯულუხიძეს ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავი პირადად მიულოცა. ქალბატონი ალექსანდრა 101 წლისაა. ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი გადაეცა, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთჯერადად 1000 ლარი მიიღო. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 500 ლარი მიიღეს. დავით ბახტაძემ ომის მონაწილე ალექსანდრა ნეჟენეც- ჯულუხიძეს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის, მას ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია