- მარტი 02, 2026
გადაადგილება შეფერხებულია – სტიქია სიღნაღში
- ივნისი 20, 2023
- , პოლიტიკა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სიღნაღში. გადაუღებელი და ძლერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. გადავსებულია სანიაღვრეები. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, წნორი- სიღნაღის (მოკლე) გზაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია. მოვარდნილმა წყალმა ილიაწმინდაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.