- მარტი 02, 2026
გადაწყვეტილება ცნობილია- განახლდება თუ არა სწავლა ოზურგეთში
- იანვარი 26, 2021
- , პოლიტიკა
ოზურგეთში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი ხდება. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს: „მეგობრებო! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა- 2021 წლის 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაწყებულია მასწავლებელთა ტესტირება კოვიდინფექციასთან მიმართებაში და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ყოველ 2 კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!“