ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„გაძეძგილია საწყობები, მუქთადაც  არავის უნდა, მგონი…“:  დღევანდელი   თხილის ბაზარი  ოზურგეთში


„გაძეძგილია საწყობები, მუქთადაც  არავის უნდა, მგონი…“:  დღევანდელი   თხილის ბაზარი  ოზურგეთში

დღეს, დილიდან, ოზურგეთში, თხილს აქა-იქ თუ იბარებენ. ე.წ. ნარევი ლარნახევარი ღირს. _ათი დღეა, ასე გაძეძგილი გვაქვს საწყობები. კაციშვილი არაა ამბავის მკითხავი. მგონი, მუქთადაც არავის უნდა.. ჩვენს თავზე მწარედ გვეცინება... რატომ დავდივართ? ოჯახში საქმეს ვცდებით და აქაც მთელი დღე ტყუილად ვდგავართ, - ამბობენ „გურია ნიუსთან“ გ. ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე, თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ქალბატონები. თითქმის, ყველა ჯიხური, სადაც თხილს იბარებენ, სავსეა თხილით სავსე ტომრებით. -გასაქანი არაა. ასე გვიწყვია. არავინ მოდის მყიდველი, - იგივე გვითხრეს ნინო რამიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. ერთადერთი საიმედო, რაც აღნიშნეს, _დღეს ორშაბათია და იქნებ, ვინმე წამღები გამოჩნდესო, _თქვეს მათ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია