ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გაერო  – უკრაინაში  1900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


გაერო  – უკრაინაში  1900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - ამის შესახებ BBC გაეროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაეროს მონაცემებით, დაშავდა 2651 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 256 ბავშვი. "24 თებერვლიდან 14 აპრილამდე დაღუპული 1 982 მშვიდობიანი მოქალაქიდან 162 ბავშვი იყო", - აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. თუმცა გაერო აღნიშნავს, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მეტია. უწყების ცნობით, უმეტესობა დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია