ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში


გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში - ამის შესახებ "გურია ნიუსი" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელ დოდო გვაზავას ესაუბრა. "დღის ბოლოდან გამოიდარებს. 28 თებერვლის ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -5, -10, მთიან ადგილებში -10, -15 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდება, მაღალ მთაში -22 გარდუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალ მთაში -17, -22 გრადუსი. ხვალ უნალექო ამინდი იქნება მთელ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა, მიუხედავად ასეთი ყინვებისა დაბლობ რაიონებში მოიმატებს +3, +8 გრადუს სითბომდე, მთიან რაიონებში -1, +4, მაღალ მთაში კი -2, -7 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 0, +5 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში -5, 0 და მაღალ მთაში -13, -8. უკვე მარტი იწყება, გაზაფხულის პირველი თვე, მაგრამ ამინდი არამდგრადი იქნება. 1 მარტს ისევ მცირე თოვაა მოსალოდნელი ზოგიერთ რაიონში. მოღრუბვლა და თოვლი ღამის ყინვებს შეარბილებს. არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 3-4 მარტსაც",_ ამბობს დოდო გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია