ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

განიხილება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი


განიხილება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი

საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის პროცესის დაწყების შესახებ ჯერ არ მსჯელობენ, მაგრამ არ არის გამორიცხული გარკვეული სეგმენტის იმუნიზაცია სავალდებლო გახდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ვაქცინაცია, გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია