- მარტი 02, 2026
განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა- დაკავებულია 1 პირი
- მარტი 10, 2022
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი - 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს",_ აცხადებს შსს.