- მარტი 02, 2026
„გახარია – საქართველოსთვის“ შტაბს გურიაში ალეკო ბურჭულაძე უხელმძღვანელებს
- ივლისი 19, 2024
- , პოლიტიკა
დღეს, ოზურგეთში პარტია „გახარია-საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ. როგორც „გურია ნიუსთვის“ გახდა ცნობილი, პარტიამ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ „გახარია - საქართველოსთვის“ გურიის შტაბს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ალეკო ბურჭულაძე უხელმძღვანელებს. ბურჭულაძე პარტიაში დაარსების დღიდან არის. პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჯერ საარჩევნო შტაბი გახსნა, რის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის ჭადრების ბაღში მოქალაქეებს შეხვდა.