- მარტი 02, 2026
გენო პეტრიაშვილი ფინალშია
- აგვისტო 05, 2021
- , პოლიტიკა
თავისუფალი სტიკით მოჭიდავე, მძიმე წონოსანმა, გენო პეტრიაშვილმა ძალიან კარგი ჭიდაობა აჩვენა დღეს და ხვალ ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება. ჩვენებურმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, 1/2 ფინალში მან ახალგაზრდა ირანელი ზარე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე რამდენიმე წუთში გაირკვევა. ოქროს მედლისთვის გენო ხვალ იჭიდავებს. აქვე გეტყვით რომ, ეს მე-8 ისტორიული მედალი იქნება საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის, აქამდე ოლიმპიადებზე ყველაზე მეტი 7 მედალი გვქონდა მოპოვებული. [sexy_author_bio]