- მარტი 02, 2026
გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – წალენჯიხის მერის პირველი კომენტარი
- ოქტომბერი 12, 2022
- , პოლიტიკა
"დილის 4-ის ნახევარზე ბავშვმა აფეთქების ხმა გაიგო... ეჭვი მაქვს, ადამიანმა გააკეთა, მანქანა გამართული იყო" ,-განაცხადა ჟურნალისტებთან წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციისთვის, გვიან ღამით, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს. ავტომობილი, რომელიც წალენჯიხაში, ხარჩილავას სახლის წინ იდგა, სრულად დაიწვა. [simple-author-box]