ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გიორგი ამილახვარმა და გიორგი ურუშაძემ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს


გიორგი ამილახვარმა და გიორგი ურუშაძემ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. 2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია