ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა _ როგორია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა


გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა _ როგორია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. ის ამბობს, რომ ამ მდგომარეობამდე უსამართლობამ მიიყვანა. “იმედი მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვნიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოსწორდეს […] ამ მდგომარეობამდე უსამართლობამ მიმიყვანა […] ამ ეტაპზე, ჩემთვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი, დანარჩენი კი მერე იქნება. ბრძოლა არ შეჩერებულა”. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემაც გააკეთა. “სტამბოლში მივდივართ. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, ღმერთის წყალობით, სამშობლოში თავის ფეხით დაბრუნდება […] გადაადგილება კი არა, დამოუკიდებლად ჯდომაც არ შეუძლია”. – ამბობს თორნიკე მამალაძე .



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია