ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა


გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მას დაწესებულებაში მისვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, ლომჯარიასთან ერთად იმყოფება მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის, მე-18 დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია