- მარტი 02, 2026
გურამ გიორბელიძე გერმანიაში ითამაშებს
- აგვისტო 02, 2021
- , პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაპირა მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში, დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს. დრეზდენელებმა გასულ სეზონში ლიგა 3-ის ჩემპიონობით ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს და ახალ დაწყებულ სეზონში, 2 ტურის შემდეგ, 4 ქულით მესამე ადგილზეა არიან. ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელშეკრულებასაც მალე მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი წინა სეზონში ავსტრიული „ვოლფსბერგში“ ასპარეზობდა, სადაც 23 მატჩის ჩატარება მოასწრო. [sexy_author_bio]