ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გურიაში 1 160 სოცდაუცველი დასაქმდა


გურიაში 1 160 სოცდაუცველი  დასაქმდა

ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, დასაქმების კონტრაქტი უკვე 4,601 ადამიანს გაუფორმდა. Bm.ge-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სკოლებში, სსიპ-ებში, თეატრებში, აიპ-ებში და ა.შ. დასაქმდნენ. პოზიციებს შორისაა - სკოლის დარაჯი, მეეზოვე, ელექტრიკოსი, რეინჯერის დამხმარე, დამლაგებელი და სხვა. მაგალითად, გურიაში მოძიებულ ვაკანსიებს შორისაა - კერძების ადგილზე მიწოდება. ვაკანსია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიძებნა. აღსანიშნია, რომ რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1,160 სოცდაუცველის დასაქმება სწორედ გურიაში მოხდა, ყველაზე ცოტა - 39 სოცდაუცველი თბილისში დასაქმდა. სოციალური სამუშაო რეგიონების მიხედვით: ● თბილისი - 39 დასაქმებული; ● იმერეთი - 582 დასაქმებული; ● კახეთი - 714 დასაქმებული; ● ქვემო ქართლი- 220 დასაქმებული; ● შიდა ქართლი - 199 დასაქმებული; ● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 156 დასაქმებული; ● აჭარა - 495 დასაქმებული; ● სამცხე-ჯავახეთი - 311 დასაქმებული; ● მცხეთა-მთიანეთი - 110 დასაქმებული; ● გურია - 1160 დასაქმებული; ● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 615 დასაქმებული. წყარო: bm.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია