- მარტი 02, 2026
გურიაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
- ივნისი 27, 2021
- , პოლიტიკა
გურიაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ უახლოესი 4 დღის განმავლობაში იწვიმებს. "დღეიდან 2 ივლისამდე არამდგრადი ამინდი გურიაში კვლავ შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში+26,+27 გრადუსი, ღამის საათებში კი +17,+19 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება ნალექების ინტენსივობას, 28-29- 30 ივნისის ღამის საათებში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ელჭექია მოსალოდნელი. ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება 1 ივლისს",_ გვითხრა გვაზავამ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 3-4 ივლისს გურიაში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. ავტორი: რუსა ოქრუაშვილი