- მარტი 02, 2026
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- ივლისი 16, 2024
- , პოლიტიკა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოეთ კერკირას მუნიციპალიტეტის ვიცე-მერებს იანის გარნელსა და თეოდოროს მავ-რონასს შეხვდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგი“ ფარგლებში ათენის ფოლკლორული ანსამბლ „კავკასია"-ს ორგანიზებით კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ქართველი და ბერძენი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.