ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს


გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს. როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია