- მარტი 02, 2026
გურიის პირველობა ტაეკვონდოში _ გურული სპორტსმენების წარმატება
- ივნისი 13, 2022
- , პოლიტიკა
12 ივნისს, ოზურგეთის სპორტის სასახლეში, გურიის რეგიონის ღია პირველობა ჩატარდა ტაეკვონდოში. შეჯიბრში საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 220 სპორტსმენი მონაწილეობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში, შეჯიბრი 8 - 16 წლამდელთა შორის შედგა. გურიის ღია პირველობა ოზურგეთელი სპორტსმენებისთვის წარმატებით დასრულდა და ჩემპიონატიდან ურეკისა და ოზურგეთის ტაეკვანდოს სექციის კარატისტებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. მაშ ასე _ მწვრთნელი ირაკლი ტუღუში, გამარჯვებულები: ლუკა გურესაშვილი I ადგილი ( 33კგ), 13 წლის ნინა გურესაშვილი I ადგილი ( 42კგ) ,12 წლის გეგა აროშიძე III ადგილი( 42 კგ), 8 წლის ლუკა ჩხიკვაძე III ადგილი ( 55 კგ) . ურეკი, მწვრთნელი გიორგი ბერიძე ნიკა მიქელაძე I ადგილი ( 60 კგ), 11 წლის ლუკა ბუცხრიკიძე I ადგილი ( 33კგ), 11 წლის მარიამ მიქელაძე II ადგილი ( 65 კგ), 14 წლის ლონდა სურმანიძე II ადგილი ( 54 კგ) ,12 წლის ნინი ფუტკარაძე II ადგილი ( 35 კგ), 10 წლის საბა ვაშაყმაძე II ადგილი ( 60 კგ) , 11 წლის ფრიდონ ჩხარტიშვილი II ადგილი ( 42 კგ), 11 წლის დავით მდინარაძე II ადგილი ( 25 კგ), 8 წლის ანდრია მექვაბიშვილი II ადგილი ( 33კგ, ) 10 წლის ნიკოლოზ ბუცხრიკიძე II ადგილი ( 25 კგ), 8 წლის ერეკლე სურმანიძე III ადგილი ( 35 კგ), 9 წლის ლუკა ჩუბინიძე III ადგილი ( 43 კგ), 13 წლის ნიკა სულაძე III ადგილი ( 35 კგ), 13 წლის იოანე დობორჯგინიძე III ადგილი ( 28კგ), 8 წლის ნიკა კუტალაძე III ადგილი ( 55 კგ), 13 წლის თამაზ თუთაშვილი III ადგილი ( 33 კგ) , 8 წლის თემო ბუცხრუკიძე III ადგილი ( 60 კგ), 15 წლის გეგა გობრონიძე III ადგილი ( 30 კგ) , 10 წლის ზაზა ზოიძე III ადგილი ( 55 კგ), 13 წლის ლადო ვოიჩენკო III ადგილი ( 42 კგ) , 13 წლის ლუკა ჩხვიმიანი III ადგილი ( 49 კგ) , 13 წლის ზურა ჩხვიმიანი III ადგილი ( 43 კგ) 12 წლის. შეჯიბრის ორგანიზება გურიის ტაეკვონდოს ფედერაციასთან ერთად , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით მოახდინა. შეჯიბრი ჩატარდა ტაეკვონდო WT. ოლიმპიურ სახეობაში. ასპარეზობების დაწყებამდე ტაეკვონდოს გურიის ფედერაციამ, მისმა პრეზიდენტმა ირაკლი ტუღუშმა გაწეული მხარდაჭერისთვის , ადგილობრივი ხელისუფლების,მერიის სპორტული სამსახურის წარმომადგენლები, სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, მედიის წარმომადგენლები, მსაჯები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე გულშემატკივრები სიგელებით დააჯილდოვა. იმავე დღეს გიორგი ბერიძეს ( დაბა ურეკის სექცია) შავი ქამარი I დანი WT მიენიჭა. სპორტული ღონისძიება მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ანსამბლებმა ზენაარმა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს. [simple-author-box]