ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს


ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი (საქმეების 33%) გაანადგურეს. ინფორმაციას პროექტი "Если быть точным" რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს აქტები "კონსოლიდირებულ მონაცემთა ბაზაში" ინახებოდა, სადაც რუსეთის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილებაა განთავსებული. "2024 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი კიბერ-ინციდენტის შედეგად, საინფორმაციო სისტემების მითითებული მონაცემები წაიშალა", - ნათქვამია პალატის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, GAS "Justice"-ის ვებსაიტების გარე უსაფრთხოება ბოლოს 2015 წელს შემოწმდა და თავად სისტემა არასდროს ყოფილა სრულად განახლებული და "ტექნიკურად მოძველებულ უცხოურ პროგრამულ პროდუქტებზე" მუშაობს. ამავდროულად, 2003 წლიდან 2024 წლამდე რუსეთის ხელისუფლებამ GAS „Justice“-ზე 65.2 მილიარდი რუბლი დახარჯა. 2024 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა დაჯგუფებამ BO Team აიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია