- მარტი 02, 2026
ჰოლივუდელების „დაზღვევა“
- იანვარი 12, 2023
- , პოლიტიკა
ჯენიფერ ლოპესის დარად, სუპერვარსკვლავებმა კარგა ხანია, დაიწყეს სხეულის ნაწილების დაზღვევა. მაგალითად, ჰაიდი კლუმის ფეხები 3 მლნ დოლარადაა დაზღვეული, მერაია ქერის - 1,4 მლნ-ად, ხოლო ჯემი ლი კერტისის ფეხებისთვის სადაზღვევო კომპანიამ მხოლოდ 1 მლნ "გაიმეტა". "როლინგ სტოუნზის" ლეგენდამ, კიტ რიჩარდსმა 1,75 მლნ-ად დააზღვია... შუათითი! ბრუს სპრინგსტინის ხრინწიან ხმაში 6 მლნ-ს "იხდიან", ტინა ტერნერის ხმა უფრო "იაფი" გამოდგა - 3,2 მლნ. 7 მლნ-ად შეფასდა კლაუდია შიფერის სახე, კრისტი ტარლინგტონის სახე კი სულ რაღაც 1 მლნ-ს "ქაჩავს". რაც შეეხება ჯულია რობერტსს, მსოფლიოს ყველაზე "ძვირფასი" მსახიობი აქაც მეტად ორიგინალურად მოიქცა - მისი ლეგენდარული ღიმილი 30 მილიონადაა დაზღვეული! [simple-author-box]