- მარტი 02, 2026
ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე ბრძოლაში იწვევს
- მარტი 14, 2022
- , პოლიტიკა
ცნობილი მილიარდერი ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს უკრაინის სანაცვლოდ ბრძოლაში იწვევს, _ იუწყება 1tv.ge. „ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე ბრძოლაში“, _ წერს მასკი ტვიტერზე და „პუტინის“ დასაწერად რუსულ ასოებს იყენებს. „ფსონები უკრაინაა“, _ აგრძელებს მასკი და სიტყვა „უკრაინას“ უკრაინულ ენაზე წერს. „თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“ _ რამდენიმე წუთის შემდეგ, მასკმა კიდევ ერთი ტვიტი ამჯერად რუსულ ენაზე დაწერა და კრემლის გვერდი მონიშნა. რუსეთ-უკრაინის ომში ილონ მასკი აქტიურ როლს ასრულებს, როგორც ტვიტერზე, ისე საკუთარი კომპანიების საშუალებით. სოციალურ მედიაში დასცინის რუსეთის ოფიციალურ პირებს, ამასობაში კი უკრაინას Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის აღჭურვილობას აწვდის.