- მარტი 02, 2026
იმერეთში ზარალს ითვლიან
- ივნისი 10, 2024
- , პოლიტიკა
გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის რეგიონში ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყველაზე მეტად ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობა დააზარალა; კერძოდ, სოფლები, მეორე სვირი და ობჩა. რა მასშტაბის ზარალზეა საუბარი, ამაზე მედიასთან კომენტარში განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ: "იმერეთის რეგიონში მთლიანად სტიქიის შედეგად 26 სახლი გვაქვს დაზიანებული. 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, საიდანაც 2 უკვე აღვადგინეთ და დღის ბოლომდე 5 სოფელშიც აღდგება. ვნახულობთ ზარალის ოდენობას. მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის შემდეგ ზუსტი ინფორმაცია გვექნება." [simple-author-box]