ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

იმნაძე: კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს მონახავს


იმნაძე: კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს მონახავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს მონახავს. იმნაძე საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. „სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში“ – აცხადებს პაატა იმნაძე. წყარო: ფორტუნა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია