- მარტი 02, 2026
ინდოეთში ძლიერი სიცხეები გრძელდება
- მაისი 24, 2024
- , პოლიტიკა
BBC- ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ინდოეთში მაღალი სიცხეები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, ტემპერატურა ბევრ შტატში +45 გრადუსს მიაღწია და რაჯასტანის შტატის ქალაქ ბარმერში +48,8 გრადუსს მიაღწია. ინდოეთის ამინდის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სიცხე, სავარაუდოდ, ოთხშაბათამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რამდენიმე რეგიონში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტია.