- მარტი 02, 2026
ინდოეთში ჰაერის ტემპერატურა +45 გრადუსს აჭარბებს
- მაისი 20, 2024
- , პოლიტიკა
BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ +45 გრადუსს გადააჭარბა. განსაკუთრებით ჰაერის მაღალი ტემპერატურა, +47.8 გრადუსი დელში, ნაჯაგრაჰის რაიონში დაფიქსირდა. ამინდის დეპარტამენტის განცხადებით, ცხელი ამინდები სავარაუდოდ ამ კვირაში გაგრძელდება. ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა (IMD) განაცხადა, რომ წელს ქვეყანა სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სიცხის ტალღებს განიცდის.