- მარტი 02, 2026
ინფიცირებული პაციენტი ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაიყვანეს
- ივნისი 14, 2022
- , პოლიტიკა
"ერთი კვირის მანძილზე კოვიდინფიცირების შემთხვევები არ გვქონდა. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ. ქალაქის მაცხოვრებელი ქალბატონი შემოიყვანა სასწრაფომ კლინიკაში და გადაყვანილია ოზურგეთში. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა",_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10848 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10764 პაციენტი, გარდაცვლილია 83.