ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ინფლაცია საქართველოში


ინფლაცია საქართველოში

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 % შეადგინა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გთავაზობთ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულ ცვლილებას: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.6% ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.7% ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.0% საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 0.1% ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.0% ჯანმრთელობის დაცვა 0.5% ტრანსპორტი 1.7% კავშირგაბმულობა 0.0% დასვენება, გართობა და კულტურა 1.1% განათლება 0.0% სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.1% სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.3% გამოკვლევამ აჩვენა რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ფასები გაიზარდა 0.6 %-ით რძე, ყველი და კვერცხი 4.4 % პური და პურპროდუქტები (1.5 %) ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 %) ზეთი და ცხიმი (1.0 %) შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9%). ამასთან ფასები შემცირდა: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 %) ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6 %)- ით საქსტატის მონაცემებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე. საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე და აირზე დაფიქსირდა ფასების 11.5 %-იანი მატება. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია