ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ინგა გრიგოლია: “პოლიტიკურად მისაღებთა ზიარება და მიუღებელთა არზიარება რამე ახალია ჩვენს რელიგიაში?”


ინგა გრიგოლია: “პოლიტიკურად მისაღებთა ზიარება და მიუღებელთა არზიარება რამე ახალია ჩვენს რელიგიაში?”

საპატრიარქოს განცხადებას მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის წმინდა ზიარების მიღების შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი,, _ ეს სიტყვები წერია სახარებაში, ხომ? ზიარებაც დასამადლებელი გახადეს…პატიმარი კაცის ზიარება. მართლა გაიფანტა სანთელ-საკმეველი მგონი. პოლიტიკურად მისაღებთა ზიარება და მიუღებელთა არზიარება რამე ახალია ჩვენს რელიგიაში? მართლა ჩამოგვხედე ,ღმერთო! ერთი თვალით მაინც", _ წერს გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია