ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ირაკლი ძმანაშვილის მორიგი წარმატება


ირაკლი ძმანაშვილის მორიგი წარმატება

ჩოხატაურის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ძმანაშვილმა ისტორიის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულის მოპოვება შეძლო. "დიდი შრომის შედეგია. მახარებს ის ფაქტი, რომ სირთულეების მიუხედავად, კარგად გავართვი თავი",_ ამბობს გახარებული კურსდამთავრებული "გურია ნიუსთან". შეგახსენებთ, რომ ირაკლიმ წარმატებით ჩააბარა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაც, რაშიც მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა მიიღო. "გურია ნიუსი" ულოცავს ირაკლის და ყველა კურსდამთავრებულს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სამომავლოდაც წარმატებებს უსურვებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია