ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ირაკლი კობახიძე: “თუ ტრამპი დამარცხდება „დიფ სთეითთან“, იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას”


ირაკლი კობახიძე: “თუ ტრამპი დამარცხდება „დიფ სთეითთან“, იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას”

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე გამოთქვამს "ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“" "თუ დამარცხდება ტრამპი, „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს იმედი და რესურსი იმისა, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“. „მთავარია, რომ ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში. ეს იქნება კონკრეტული ლოკალური მარცხი „დიფ სთეითთან“ მიმართებით, მაგრამ მე მაქვს დიდი იმედი, რომ სხვანაირად წარიმართება ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა", _ ნათქვმია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია