ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – ჩვენი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა


ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – ჩვენი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა

ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია. „ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას“, -განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია