ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ირანის IRGC-ის  სატვირთო თვითმფრინავი საქართველოს გავლით  რუსეთის აეროპორტში დაეშვა


ირანის IRGC-ის  სატვირთო თვითმფრინავი საქართველოს გავლით  რუსეთის აეროპორტში დაეშვა

ირანის IRGC-ის რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ბოლოს 4 სექტემბერს გაურკვეველი მიზნით დაჯდა. ამის შესახებ twitter-ზე terroralarm - წერს და თვითმფრინავების ფრენის რადარის Flightradar24 -ის რუკას აქვეყნებს. Terroralarm-ის ვარაუდით, ირანი რუსეთს იარაღს აწვდის. რუკაზე ჩანს, ირანულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამყენების საშუალება საქართველომ მისცა, როგორც ჩანს აზერბაიჯანმა უარი უთხრა. ცნობისთვის, ირანის IRGC-ის, ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ათობით კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია