ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას – ჯო ბაიდენი


ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას. „მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სხვა ალტერნატივებზე ვიფიქრებდი, ვიდრე ნავთობის საბადოებზე დარტყმაზე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი დაარტყამს ისრაელის ენერგეტიკულ და გაზის ობიექტებს. „თუ ოკუპანტები დაუშვებენ ასეთ შეცდომას, ჩვენ დავარტყამთ მათ ენერგეტიკულ წყაროებს, დანადგარებს, ყველა გადამამუშავებელ ქარხანასა და გაზის საბადოებს“, - აღნიშნა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია