- მარტი 02, 2026
ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა
- ოქტომბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება ისევ დაძაბულია. საომარი ქმედებები მხარეებს შორის გრძელდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც შაბათს ღაზადან ისრაელზე თავდასხმები დაიწყო, 500-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია. ღაზას სექტორში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 313 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, თითქმის 2000 დაშავდა.