ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს


იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალი ბინის ქურდობის მცდელობაში ედებათ. გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მაცხოვრებლებმა ბინიდან საეჭვო ხმები გაიგეს და პოლიციას გამოუძახეს. ჩხრეკისას დაკავებულებს თან უკანონო იარაღი აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში უკანონოდ იმყოფებოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია