ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ივნისში საქართველოში 90 000-ზე მეტი რუსთის მოქალაქე შემოვიდა


ივნისში საქართველოში 90 000-ზე მეტი რუსთის მოქალაქე შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში 387 781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია. სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - 90 239 მოქალაქე, რაც წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. 15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ: 1) რუსეთი - 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503% 2) თურქეთი - 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110% 3) სომხეთი - 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365% 4) საქართველო (არარეზიდენტი) - 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104% 5) ისრაელი - 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30% 6) უკრაინა - 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1% 7) ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96% 8) აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89% 9) ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222% 10) საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72% 11) ირანი - 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599% 12) უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106% 13) გერმანია - 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240% 14) პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118% 15) აშშ - 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87% ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია