ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კაცი თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანას ცდილობდა


კაცი თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანას ცდილობდა

კაცი თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანას ცდილობდა. ის ამ დროისთვის დაკავებულია. შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარკ მაფლი პენსილვანიის აეროპორტში ჩემოდნით მივიდა და ფლორიდაში გაფრენას აპირებდა. თუმცა ბარგის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. აეროპორტის ადმინისტრაციამ მას სპეციალურ ადგილას გამოცხადება სთხოვა, თუმცა ის აეროპორტიდან გაიქცა. მოგვიანებით მამაკაცი FBI-მ საკუთარ სახლში დააკავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია