- მარტი 02, 2026
კადიროვი: დონეცკსა და ლუგანსკს სრულად გავათავისუფლებთ, შემდგომ კიევს აუცილებლად ავიღებთ
- აპრილი 11, 2022
- , პოლიტიკა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვმა, ტელეგრამის არხზე ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას არა მხოლოდ მარიუპოლის, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე და სოფლებზე განახორციელებენ. მისი თქმით, ისინი კიევს აუცილებლად აიღებენ. "შეტევები იქნება...არა მარტო მარიუპოლზე, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებზეც. უპირველეს ყოვლისა, დონეცკსა და ლუგანსკს სრულად გავათავისუფლებთ და შემდგომ კიევსა და სხვა ქალაქებს ავიღებთ",_ თქვა კადიროვმა. [simple-author-box]