ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„კარგ ხასიათზე ვიყავი და რას მეკითხები თხილის ფასს დილაადრიან “:  გურულების პროტესტი 


„კარგ ხასიათზე ვიყავი და რას მეკითხები თხილის ფასს დილაადრიან “:  გურულების პროტესტი 

დღეს, დილიდან, ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებთან თხილის ჩამბარებლებიც კანტიკუნტად მოძრაობდნენ და შესაბამისად, თითო ან ორი ტომარა თუ იდგა კარის მიმდებარედ. _რას მეკითხებით ამ დილაადრიან თხილის ფასს, კარგ ხასიათზე ვიყავი, დამეთხუეთ, ჩემო ნენა. ლარნახევარი რომ ღირს, მაგას კითხვა უნდა? - სრულიად სერიოზულად გვიპასუხა ქალბატონმა, რომელიც ცირა ქილიფთარის თხილის მიმღებ ჯიხურთან იდგა. _გაუტეხავად და ულაპარაკოდ, ერთი კილოგრამში გადაგიხდით 1,50 ლარს!.. თუ გავტეხე, იქნებ, 50 თეთრიც არ მოგიწიოთ, რა გიყოთ? რა ვქნა? დამპალია თხილი_ გვითხრა ქალბატონმა ცირამ, რომელიც თთო-ოროლა კლიენტს, მოტანილ თხილს უწონიდა. _კარგი თხილი რა ღირს? _ათიდან ცხრა მაინც საღი თუ იქნება, 40 თეთრს გიანგარიშებთ, ანუ 4,50 ლარი ერთი კილოგრამი, _ გვითხრეს ცხრა აპრილის ქუჩაზე. თუმცა, ასეთი თხილი არ არსებობსო, - თავადვე მოაყოლეს განმარტება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია